Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2024)

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური VI საერთაშორისო სიმპოზიუმი (ISYSH-2024) გაიმართება 2024 წლის 11-13 ოქტომბერს. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა  ქართველური ენათმეცნიერება, დარგი, რომელსაც თსუ-ში საუკუნოვანი ისტორია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

ბ) საენათმეცნიერო კვლევების მრავალფეროვანი შესაძლებლობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ე) ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებასადა სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ენათმეცნიერება (ძირითადი მიმართულება - ქართველური ენათმეცნიერება) -ქართველური ენები (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური); ჩრდილო კავკასიური ენები; თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება; ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება; ტექსტის ლინგვისტიკა; ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები; ენის სწავლების საკითხები. 
  • ლიტერატურათმცოდნეობა - ქართული ლიტერატურა; ლიტერატურის ისტორია, თეორია და ლიტერატურული კრიტიკა; ლიტერატურის შედარებითი კვლევები.
  • თარგმანი და თარგმანმცოდნეობა - თარგმანის თეორია და პრაქტიკა;  ძველი ქართული თარგმანი (ბიბლია, პატრისტიკა); ტექსტოლოგია; ტექსტის ისტორია და თარგმანის ტექნიკა; თარგმანის ლინგვისტიკა.
  • ისტორია და არქეოლოგია 
  • ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია 
  • კულტურა და ხელოვნება 

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:


მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 11-13ოქტომბერი, 2024
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 15 ივნისი, 2024
  • მიღებული თეზისების რეცენზირება – 15 ივნისი, 2024 - 15 აგვისტო, 2024
  • ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ თეზისების გამოგზავნიდან 1 თვის ვადაში.
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 30 აგვისტო,2024 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);
  • მოხსენების სრული ტექსტის გადმოგზავნის ვადა – 15 სექტემბერი, 2024. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).
  • პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 30 სექტემბრი, 2024;
  • ქართული თეზისების მოცულობა:  400 სიტყვა; ინგლისური თეზისების მოცულობა: 800 სიტყვა);

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

 

  • სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  
  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 120 ლარი;
  • უცხოელი მომხსენებლებისთვის – 120 ევრო;
  • ქართველი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) – 60 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) –   60 ევრო;

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (11ოქტომბერი, 2024);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (11-13ოქტომბერი, 2024);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება.

 

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა VI ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2024)

 

სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევსა და განვითარების სამსახური.

სიმპოზიუმის  თანაორგანიზატორები:

  • იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
  • ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი

 

სამეცნიერო მიმართულებით სიმპოზიუმის კოორდინატორია − თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

  • მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
  • ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge
  • საკონტაქტო პირები: ნათია ფუტკარაძე, ირინა ნოზაძე, გიორგი ჯღარკავა, ელენე ლურსმანაშვილი, ლიზი ძაგნიძე, გიორგი ქიტოშვილი